ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ – 2018 წლის შეჯამება

2018 წელს აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები და შედეგები  აბაშის მუნიციპალიტეტში,

მავნებელთან  ბრძოლის  საკოორდინაციო შტაბში შეაჯამეს. ანგარიშის მიხედვით,   მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად ჩატარდა. დასავლეთ საქართველოში-სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით 780 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა.  ტყის პერიმეტრებზე დამონტაჟდა „მოიზიდე და გაანადგურე“  სადგურები, რის შედეგადაც შემცირდა მავნებლის გავრცელება ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ შტაბში შეიქმნა მავნებელთან ბრძოლის  სისტემა, რომელიც მონიტორინგსა და ანალიზზე დაფუძნებულ, კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს.მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ცალსახად აღნიშნავენ, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და ფაროსანას  მექანიკური განადგურება როგორც საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე საცხოვრებელ სახლებში.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფოს სტრატეგიის შესაბამისად მომავალ წელსაც  გაგრძელდება.

 

 

ზურაბ ლიპარტია – სურსათიეს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე.

 

 

წერილის გაგზავნა
Share On Facebook
Share On Google Plus
Share On Youtube
Contact us
Hide Buttons