აზიური ფაროსანას გავრცელება კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში – სეს-ის განმარტება

აზიური ფაროსანა გავრცელების შემთხვევები აღმოსავლეთ საქართველოში და სამცხე-ჯავახეთშიც დაფიქსირდა,

ძირითადად ტყეებში და მიმდებარე ფართობებზე, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ და განმარტავენ, რომ ეს მავნებლის ბიოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო. სეს-ის უფროსის მოადგილის თქმით, მართალია ბაღლინჯოს გავრცელების არეალი მცირედით გაფართოვდა და აღმოსავლეთ საქართველოშიც დაფიქსირდა, თუმცა ამ რეგიონში ეკონომიკური ზიანი არ შეინიშნება.

ზურაბ ლიპარტია აღნიშნავს, რომ მომავალ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ფერომონების დახმარებით მონიტორინგი კიდევ ერთხელ განხორციელდება და  შედეგების მიხედვით ქიმიური წამლობა დაიგეგმება, შესაძლებელია კახეთშიც.
ზურაბ ლიპარტია – სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე.
მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
წერილის გაგზავნა
Share On Facebook
Share On Google Plus
Share On Youtube
Contact us
Hide Buttons