ნიკა მესხი – პრობლემურია პრეპარატებისადმი უნდობლობა

 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს, თუმცა შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება პრეპარატებისადმი ფერმერთა ნაწილის უნდობლობა გახდეს.

ნიკა მესხის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და მისი გამოყენება სახიფათოა. სპეციალისტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოქმედი ნივთიერებები სხვადასხვა მავნებლის საწინააღმდეგოდ საქართველოში 2000 წლიდან გამოიყენება, კონკრეტულ შემთხვევაში კი უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციებით შეირჩა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით ხასიათდება.

ნიკა მესხი აქვე ფერმერებს წამლობისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს ახსენებს.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურფაროსანას” პროექტის ფარგლებშირომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებსის შესაძლოაარ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ნიკა მესხი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

 

წერილის გაგზავნა
Share On Facebook
Share On Google Plus
Share On Youtube
Contact us
Hide Buttons