კახეთის რეგიონში დამონტაჟებულ ფერომონიან დამჭერებზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა – სეს

გამოჩნდა თუ არა აზიური ფაროსანა კახეთის რეგიონში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ფერომონიანი დამჭერები რეგიონის მასშტაბით 1300-მდე ლოკაციაზე განლაგდა,  სპეციალური ხაფანგებისთვის ადგილები გავრცელების რისკის მიხევით შეირჩა. ინსპექტორის თქმით მონიტორინგი ყოველკვირეულად მიმდინარეობს თუმცა კახეთის რეგიონში დამონტაჟებულ ფერომონიან დამჭერებზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა.

მაია არსენაშვილი გვიყვება, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზსა და რეგიონულ ოფისებს ხშირად მიმართავენ ადგილობრივები, რომლებიც სხვადასხვა მწერით ხელში ამტკიცებენ, რომ სწორედ აზიური ფაროსანა შენიშნეს, თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი წარმოდგენილი ნიმუში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა.

სოფელ მანავის მოსახლეობა ამბობს, რომ მავნებლის შესახებ ინფორმაცია, ძირითადად ტელევიზიის საშუალებით ჰქონდათ. ფერმერების თქმით ბაღლინჯო ჯერ არც სახლებში და არც ბაღებსა თუ პლანტაციებში არ შეუნიშნავთ.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანა” პროექტის ფარგლებშირომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებსის შესაძლოა არწარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

მაია არსენაშვილი  – სეს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი.

 

 

წერილის გაგზავნა
Share On Facebook
Share On Google Plus
Share On Youtube
Contact us
Hide Buttons