გურიაში 18 ერთეული სპეცტექნიკა იმუშავებს

 

 

 

 

 

 

 

 

 

,,აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, გურიის რეგიონში 18  ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა  იმუშავებს. აქედან 7 ოზურგეთში, 5 ლანხუთში, 4 ჩოახატაურში, 2 სატრაქტორე აგრეგატი კი საყანე ფართობების დასამუშვებლად გამოიყენება“, – მავნებელთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და გურიის გუბერნატორმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს გააცნეს. საუბრისას, მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობისა და ინფორმირებულობის მნიშვნელობასაც გაესვა ხაზი.

უწყებაში აცადებენ, რომ მუნიციპალიტეტების მასშტაბით,  შეიწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით  დამუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული  ტერიტორიები და სოფლების ტერიტორიები. რაც შეეხება ტყისპირა ზოლებს, აქ ატიურად გამოიყენებენ  მექანიკური ბრძოლის საშუალებას, რითაც დასახლებულ ტერიტორიებზე   ტყიდან მავნებლის გავრცელება აღიკვეთება.

შაბლონური ტექსტი რადიოებისათვის: მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

 

წერილის გაგზავნა
Share On Facebook
Share On Google Plus
Share On Youtube
Contact us
Hide Buttons