მთავარი

AGFM რადიო ქართველი აზერბაიჯანლებისთვის და არა მარტო.

პირველად საქართველოში 2014 წლიდან მაუწყებლობა დაიწყო ქართულმა რადიომ აზერბაიჯანულ ენაზე, აზერბაიჯანელი თემისთვის.
რადიო გთავაზობთ საინფორმაციო, საგანმანათლებლო, სადისკუსიო, გასართობ გადაცემებს აზერბაიჯანულ ენაზე.
ყოველ ერთ საათში საინფორმაციო გამოშვება როგორც ქართულ ასევე აზერბაიჯანულ ენაზე.
რადიოს მიზანია საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების ქართულ საინფორმაციო სივრცეში ინტეგრაცია.
რადიო მზად არის დაუთმოს ეთერი ყველა აზერბაიჯანულენოვან ქართველს და ასევე მათ, ვისაც ამ ეთნოსის კეთილდღეობა ეხება.
რადიო ღიაა ამ კონცეფციის ყველა პროექტისთვის.
რადიო მაუწყებლობს ორ სიხშირეზე:
ბოლნისი, მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი FM 101,5
რუსთავი, გარდაბანი, თბილისი, საგარეჯოს რაიონები. FM 100,6
აღსანიშნავია რომ დაფარვის ზონაში ცხოვრობს 600.000 საქართველოს მოქალაქე
აქედან დაახლოებით 380.000 აზერბაიჯანელი ეროვნებისაა.
გვისმინეთ 24 საათის განმავლობაში
ასევე გვისმინეთ ინტერნეტით.