ჩვენს შესახებ

ქართული რადიო აზერბაიჯანულ ენაზე

  AGFM რადიო ქართველი აზერბაიჯანლებისთვის და არა მარტო

  რადიო უკვე რვა წელია ეთერში და გთავაზობთ საინფორმაციო, საგანმანათლებლო, სადისკუსიო, გასართობ გადაცემებს აზერბაიჯანულ ენაზე.

ყოველ ერთ საათში საინფორმაციო გამოშვება როგორც ქართულ ასევე აზერბაიჯანულ ენაზე.

ლიცენზიები:   B168, B169

 რადიო მაუწყებლობს ორ სიხშირეზე:

ბოლნისი, მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი FM 101,5

რუსთავი, გარდაბანი, თბილისი ( ისანი-სამგორი, ფონიჭალა, ორთაჭალა) და საგარეჯოს რაიონები. FM 100,6

აღსანიშნავია რომ დაფარვის ზონაში ცხოვრობს 800.000 საქართველოს მოქალაქე

აქედან დაახლოებით 380.000 აზერბაიჯანელი ეროვნებისაა.

რადიოს მიზანია საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების ქართულ საინფორმაციო სივრცეში ინტეგრაცია.

პროგრამები

  1. ისწავლე შენი სახელმწიფო ენა –
  2. სასოფლო- სამეურნეო პროგრამა
  3. სპორტული გადაცემა: სპორტულ სიახლეებთან ერთად, გადაცემა სტუმრად მოიწვევს ადგილობრივი თემის წარმომადგენელ ახალგაზრდებს და ჯგუფებს, რომლებიც სპორტულ საქმიანობას ეწევიან
  4. პროექტი მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის: ესსეების კონკურსი, თემატიკით “რას ნიშნავს შენთვის სიტყვა საქართველო” – საუკეთესო ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით და რადიოს ეთერში ისაუბრებენ საკუთარი თავისა და მიზნების შესახებ
  5. პროექტი მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის: ჩაწერე და გამოგზავნე შენი ლექსი – სხვისი ან საკუთარი ლექსის გამოგზავნა, რომელსაც მოისმენს რადიოს ეთერში. გარკვეული და წინასწარ გაწერილი ვადის შემდეგ შეირჩევა საუკეთესო ლექსები და მათი ავტორები,  რომლებსაც მოვიწვევთ ეთერში და ისაუბრებენ საკუთარი თავისა და მიზნების შესახებ
  6. სახეები  – სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ისაუბრებს საკუთარი თავის ან ისტორიული პიროვნების შესახებ
  7. ფოლკი – გადაცემა ეთნო-კულტურულ ნარატივზე: წარმომავლობა, ისტორია, განვითარების გზები, ენა და მისი ღირებულება
  8. საინფორმაციო გამოშვება
  9. მუსიკალური გადაცემა

ყოველდღიურად შუქდება საინფორმაციოში  ახალი ამბები   ქალაქებიდან  : მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, რუსთავი

ლიცენზიები

დაფარვის არეალი