პროექტები

თვეში ერთხელ   რეგიონებში და ხდება მოსახლეობის გამოკითხვა  სხვადასხვა თემებზე.

ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ქალაქებში: მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი

გამოიკითხა 200 ზე მეტი ადამიანი .  ასაკი: 15  დან 60 წლამდე

შეკითხვები :

ა) რა სტილის მუსიკას უსმენენ:

 გამოკითხულთა 50%–  მხოლოდ აზერბაიჯანული; 30%– აზერბაიჯანული, თურქული;   20 %– თანამედროვე,  ახალი უცხოური მუსიკა.

ბ) რა  ტიპის გადაცემის მოსმენას ისურვებდნენ:

  50% საინფორმაციო და   ხალხური მუსიკის შესახებ.  40% – გასართობი,  10 % –  არ არის საჭირო გადაცემები მხოლოდ მუსიკა.

გამოკითხვის შემდეგ   ჩვენს ეთერში უკვე ყოველ კვირას, გადის გადაცემა აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის შესახებ;

 ყოველ სამ საათში კი პოეზიის ხუთი წუთი „ აზერბაიჯანული ლექსები“ ;  სიახლეების შედეგად  მოიმატა მსმენელების რაოდენობამ, ასევე სატელეფონოზარებმა

  მასტერკლასები ჩავუტარეთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მათგან ლეილი ჰუსეინოვა  დღესაც გადის პრაქტიკულ და თეორიულ კურსებს რადიოს სტუდიაში.

რადიოში მუშაობენ ქართველი აზერბაიჯანელები, რომლებიც ფლობენ როგორც აზერბაიჯანულ, ისე ქართულ ენას. საინფომაციოს და ეთერის წამყვანების გარდა ყველა დანარჩენი გადაცემა გადის ჩანაწერში. ეთერში გასვლის წინ ჩანაწერი მოწმდება თარგმანის სკრიპტის მიხედვით

ლეილი ჰუსეინოვა პასუხობს ზარებს პირდაპირ ეთერში

რადიომ, თავისი მაუწყებლობის განმავლობაში შეძლო განეხორციელებინა, ისეთი პროექტები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს აზერბაიჯანელი და ასევე სომეხი ახალგაზრდების გადამზადებას და მათ დასაქმებას. წარმატებულად დასრულებული პროგრამის წყალობით, პროგრამის რამდენიმე მონაწილე დასაქმდა და მუშაობს, ისეთ წამყვან მედია საშუალებებში, როგორიცაა “საზოგადოებრივი მაუწყებელი” და სხვა.

2015-2016  წლებშ განხორციელებული პროექტები

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  ხელშეწყობით,  სტუდიაში  2015- 2016 წლებში  ჩატარდა  სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის,  ერთობლივი მასტერკლასები რადიო ჟურნალისტიკაში

– აუდიოს ჩაწერის საწყისებს;
– აუდიო მონტაჟის საფუძვლებს;
– ტექსტის წერას რადიო სიუჟეტისთვის;
– აუდიო სიუჟეტის მომზადებას;
– ამბის აუდიო თხრობის საფუძვლებს;

2015 წელი  2 აზერბაიჯანელი სტუდენტი დასაქმდა ტელევიზიაში.

2016 წელი 1 აზერბაიჯანელი სტუდენტი დასაქმდა ცეესკოში

 1 სომეხი სტუდენტი ტელევიზიაში.

ქართული ენის შესწავლა

 ორივე ეთნოს წარმომადგენლები გუნდურად მუშაობენ.

AGFM-მა, ასევე წარმატებით, სხვადასხვა ა/ო-სთან და “ცესკო”-სთან ერთად განახორციელა პროექტი აზერბაიჯანელი თემისთვის თუ როგორ უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ხელს უწყობდა მათი ცნობიერების ამაღლებას, პროცედურულ საკითხებში.

ეესკოს  პროექტი

აქტიური მოქალაქე, ძლიერი სახელმწიფო.

გადაცემა  „სანატ არენას“  ეთერში.

გადაცემა „დიალოგის დროა“ სტუმრებთან ერთად

სამმხრივი შეხვედრა  AGFM -ი თეკალში

აზერბაიჯანული ტელევიზიები   AGFM ის სტუდიაში