მთავარი

AGFM რადიო ქართველი აზერბაიჯანლებისთვის და არა მარტო

 პირველად საქართველოში 2014 წლიდან მაუწყებლობა დაიწყო ქართულმა რადიომ აზერბაიჯანულ ენაზე, აზერბაიჯანელი თემისთვის
რადიო  გთავაზობთ საინფორმაციო, საგანმანათლებლო, სადისკუსიო, გასართობ გადაცემებს აზერბაიჯანულ ენაზე.

რადიოს მიზანია საინფორმაციო, საგანმანათლებლო და გასართობი გადაცემების შეთავაზება ქართველი აზერაბაიჯანელებისთვის და არა მარტო. ორენოვანი რადიო ძირითადად აზერბაიჯანულად მაუწყებლობს და ცდილობს ამოავსოს საინფორმაციო ვაკუუმი ქართველი აზერბაიჯანელებისთვის, რომელიც სამწუხაროდ საბჭოთა პერიოდში წარმოშობილი ენობრივი და მენტალური ბარიერის გამო დღემდე არსებობს.

რადიოს ფორმატი, ენობრივი ინტერგრაციის გზით, საშუალებას იძლევა აზერბაიჯანული, ქართული და სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის საერთო საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისთვის. თუმცა, ქართველი აზერბაიჯანელების პრობლემებზე ყურადღების გამახვილება რადიოს მთავარი მიზანია.
რადიო ღიაა ამ კონცეფციისთვის შესაბამისი ყველა პროექტისთვის.

რადიო მაუწყებლობს ორ სიხშირეზე:
ბოლნისი, მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი FM 101,5
რუსთავი, გარდაბანი, თბილისი ( ისანი-სამგორი, ფონიჭალა, ორთაჭალა) FM 100,6
აღსანიშნავია რომ დაფარვის ზონაში ცხოვრობს 600.000 ზე მეტი საქართველოს მოქალაქე
აქედან დაახლოებით 380.000 აზერბაიჯანელი ეროვნებისაა.
გვისმინეთ 24 საათის განმავლობაში
ასევე გვისმინეთ ინტერნეტით.

წერილის გაგზავნა
Share On Facebook
Share On Google Plus
Share On Youtube
Contact us
Hide Buttons